პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სანქცირებულია - Palitra News

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სანქცირებულია

2025-12-18 12:38:39+04:00

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სანქცირებულია. ერთ-ერთი მედიასთან საუბრისას მას არ დაუკონკრეტებია რომელმა ქვეყანამ დაუწესა შეზღუდვები, თუმცა აღნიშნა, რომ სანქცია მის პოლიტიკურ შეხედულებებს შეეხება. „მე, ევროპელი, ქართველი, რომელიც შენთან ერთად გავიზარდე, ერთ ევროპაში, ერთ ღირებულებებით, მე დღეს ვფიქრობ, რომ რაღაც არ არის კარგად, ორგანიზმში არის ვირუსი და შენ ეს არ მოგწონს და მომაკარი იარლიყი სანქციის სახით“ - განაცხადა წულუკიანმა.