უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სენატმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი დაამტკიცა. 2026 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი აშშ-ის სამხედრო ხარჯებისთვის რეკორდული რაოდენობის, 901 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ასევე, კანონპროექტის ფარგლებში ამერიკელი სამხედროებისთვის ხელფასები 4%-ით გაიზრდება.კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში 800 მილიონი დოლარის გამოყოფა მოხდება.ასევე, კანონპროექტი ევროპის თავდაცვასთან დაკავშირებით პროგრამებს განსაზღვრავს.ამასთან, კანონპროექტი ბალტიისპირეთის უსაფრთხოების ინიციატივას ამტკიცებს და ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის თავდაცვის მხარდასაჭერად 175 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.