ლიბერთისა და სოფტგენის სტრატეგიული პარტნიორობითა და ალტე უნივერსიტეტის მასპინძლობით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პროგრამირების მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთ კავკასიის ნახევარფინალი გაიმართა. პროგრამირების საერთაშორისო ჩემპიონატი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტუდენტურ ტექნოლოგიურ შეჯიბრებად ითვლება, რომელიც ახალგაზრდა პროგრამისტების ტექნიკურ კომპეტენციებს, გუნდურ მუშაობასა და მაღალი დატვირთვის პირობებში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს აფასებს. პროგრამირების მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს, რომელშიც 250-ზე მეტი გუნდი მონაწილეობდა ერთდროულად ოთხმა ქალაქმა უმასპინძლა, მათ შორის იყო თბილისი. საქართველოში გამართულ ნახევარფინალში 49 გუნდი მონაწილეობდა. მონაწილეებს შორის იყვნენ როგორც ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ისე აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქმენეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გუნდები. საბოლოო გამარჯვება თავისუფალი უნივერსიტეტის პროგრამისტების გუნდმა მოიპოვა. ლიბერთი, როგორც ღონისძიების სტრატეგიული პარტნიორი, წლებია მხარს უჭერს განათლების, ახალგაზრდული პოტენციალისა და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას. პროგრამირების მსოფლიო ჩემპიონაის მხარდაჭერა ამ სტრატეგიის ნაწილია და მიზნად ისახავს ახალგაზრდა ტალანტების წახალისებასა და საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას.