თბილისის მერიამ ტრამვაის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის დასრულების თარიღი გაახანგრძლივა - Palitra News

თბილისის მერიამ ტრამვაის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის დასრულების თარიღი გაახანგრძლივა

2025-12-18 14:57:39+04:00

თბილისის მერიამ ტრამვაის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის დასრულების თარიღი გაახანგრძლივა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, წინადადებების წარდგენის თარიღმა 2 თვით, 2026 წლის 16 თებერვლამდე გადაიწია. ელექტრონული შესყიდვა ოქტომბერში გამოცხადდა. პირველადი ვერსიით, წინადადებების მიღება 17 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო და 22 დეკემბერს დასრულებულიყო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 416 მილიონ ლარს შეადგენდა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, ტრამვაის ხაზი იწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრო რაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით უკავშირდება მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას. სატენდერო პირობების მიხედვით, ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე - 7,5 კმ-ია.; საორიენტაციო გაჩერების რაოდენობა - 11, ტრამვაის შემადგენლობა - 10; ხოლო ტრამვაის ერთი ვაგონის ტევადობა არანაკლებ 300 მგზავრი იქნება. ამასთან, შესყიდვის თანახმად, ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის მეტროპოლიტენის ხაზთან მიბმა და ამით ქალაქის ცენტრთან სწრაფი დაკავშირება. თბილისის მერი დაგვპირდა, რომ იანვრის ბოლოს უკვე გვეყოლება ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც პროექტის განხორციელებას დაიწყებს.