„საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს“ - ამის შესახებ ევროპარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან განაცხადეს. ევროპარლამენტარებმა გუშინდელ დებატებზე შეშფოთება გამოხატეს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო. განხილვის საგანი იყო საქართველოს შესახებ ბიბისის მიერ მომზადებული საგამოძებო მასალაც. გაჟღერდა ინიციაივა დამოუკიდებელი საერთაშოპრისო გამოძიების მოწვევის შესახებ, რათა დადგინდეს გამოიყენა თუ არა ხელიუსუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი. ევროპელი ლიდერების ნაწილს აქვთ ეჭვი, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით, სიმართლეა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევროპალამენტარებმა გუშინ წინასწარი დაწერილი ტექსტები წაიკითხეს, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ მოამზადეს, როდესაც ქართულ მხარეს გამოძიება ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ ჯერ კიდევ ჩატარებული არ ჰქონდა.