საერთაშორისო მკვლევრები და პროფესორები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, უმაღლესი განათლების რეფორმას გადახედოს. ერთობლივ განცხადებას კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჰუბერტუს იანი ავრცელებს. მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან საერთაშორისო მკვლევრები შეშფოთებას გამოხატავენ ქართული ოცნების მიერ გატარებული იმ ზომების გამო, რომლებმაც მათივე სიტყვებით, კადემიური პერსონალისა და სტუდენტების პატიმრობა საკუთარი უფლებების მშვიდობიანი დაცვის გამო გამოიწვია. „უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმების კონცეფცია არა მხოლოდ გააბათილებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს, არამედ შეზღუდავს თქვენი მოქალაქეების პერსპექტივებს, რომელთა წარმომადგენლადაც თქვენ აგირჩიეს „ - ნათქვამია საერთო გაცხადებაში.