პოლიციამ ქვემო ქართლში მობილური ტელეფონების მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნა.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ღამის საათებში მარნეულში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაში მართლსაწინააღმდეგოდ შევიდნენ, საიდანაც 8 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი მოიპარეს. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი თანასოფლელებს მიყიდეს, ხოლო ნაწილი სხვადასხვა მაღაზიებში ჩააბარეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.