ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე ევრიპარლამენტარების კრიტიკულ გზავნილებს ოპოზიციაში ეხმაურებიან - Palitra News

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე ევრიპარლამენტარების კრიტიკულ გზავნილებს ოპოზიციაში ეხმაურებიან

2025-12-19 09:28:02+04:00

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე ევრიპარლამენტარების კრიტიკულ გზავნილებს ოპოზიციაში ეხმაურებიან. მათი განცხადებით, ევროპელი ლიდერები მწვავე შეფასებები კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია “ქართული ოცნებისთვის.” ოპონენტები საუბრობენ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეებზეც და აცხადებენ, რომ უვიზო მიმოსვლა არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ "ქართული ოცნების" წევრებს უნდა შეუჩერდეს. ოპოზიცია დასავლეთისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვ, რადგან საქართველოს სახელისუფლებო გუნდზე წნეხი გაიზარდოს. ევროპარლამენტში 17 დეკემბერს გამართულ დებატებზე ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ "საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს."