მომიტინგეებმა საკანონდებლო ორგანოს წინ არსებული პერიმეტრი გუშინ კიდევ ერთხელ დაიკავეს და მათი მთავარი მოთხოვნები გაახმოვანეს - Palitra News

მომიტინგეებმა საკანონდებლო ორგანოს წინ არსებული პერიმეტრი გუშინ კიდევ ერთხელ დაიკავეს და მათი მთავარი მოთხოვნები გაახმოვანეს

2025-12-19 09:29:54+04:00

გამკაცრებული კანონების მიუხედავად, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე პროტესტს განაგრძობენ. მომიტინგეებმა საკანონდებლო ორგანოს წინ არსებული პერიმეტრი გუშინ კიდევ ერთხელ დაიკავეს და მათი მთავარი მოთხოვნები გაახმოვანეს. აქციის მიმდინარეობისას პოლიციას გასული ღამებისგან განსხვავებით მომიტინგეებისთვის სიტყვიერი გაფრთხილება აღარ მიუცია. აქციის მონაწილეების განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებული ახალი რეგულაციების მიუხედავად, ქუჩაში დგომას და საკუთარი პროტესტის გამოხატვას ისევ გააგრძელებენ.