ევროპარლამენტში გამართული დებატების მსგავსად პოლიტიკური შეფასებების თემაა, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების შესახებ დასკვნა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა, მიზეზი კი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებია. ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, დასკვნებში მთავარ პრობლემებად დასახელებულ გარემოებებზე, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობაზე, პოლიტიზებულ სასამართლო სისტემაზე, ოპოზიციის ლიდერების დევნასა და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვაზე პასუხიმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს. ოპონენტები შეფასებით, ნათლად გამოჩნდა, რომ მმართველი გუნდის პირობებში, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია მხოლოდ გაიზრდება.