აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქართველ მოსამართლეს გოჩა ლორთქიფანიძეს სანქციები დაუწესა. შესაბამის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს. ლორთქიფანიძის გარდა, დასანქცირდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მონღოლი მოსამართლეც. რუბიოს შეფასებით, აღნიშნული პირები პირდაპირ არიან ჩართულნი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მცდელობებში გამოიძიონ, დააპატიმრონ, დააკავონ ან გაასამართლონ ისრაელის მოქალაქეები, ისრაელის თანხმობის გარეშე... „სასამართლოსადმი ჩვენი მესიჯი ცხადია: შეერთებული შტატები და ისრაელი არ არიან რომის სტატუტის ხელმომწერები და, შესაბამისად, უარყოფენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციას" - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. გოჩა ლორთქიფანიძე 2020-2021 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.