ბაზელის მმართველობის ინსტიტუტის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსის კუთხით 2025 წელს გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 27 საფეხურით გაუმჯობესდა - Palitra News

ბაზელის მმართველობის ინსტიტუტის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსის კუთხით 2025 წელს გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 27 საფეხურით გაუმჯობესდა

2025-12-19 09:34:23+04:00

ბაზელის მმართველობის ინსტიტუტის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსის კუთხით 2025 წელს გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 27 საფეხურით გაუმჯობესდა, რაც ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოს ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ფულის გათეთრების საფრთხის სიმცირით საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა. ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი ზომავს ფულის გათეთრების და მასთან დაკავშირებული ფინანსური დანაშაულის რისკს ქვეყნებსა და იურისდიქციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.