ევროკავშირი უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროთი დააფინანსებს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე სესხის აღების გზით დააფინანსებენ. როგორც აღნიშნა, უკრაინა სესხს მხოლოდ რეპარაციების მიღების შემდეგ დაფარავს.