„კოალიცია ცვლილებისთვის“ - ზურა ჯაფარიძე ციხიდან მაისურით გამოვიდა, ქურთუკიც არ ჰქონდა - ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონით დაურეკა მეუღლეს, რომ თავისუფალი იყო - Palitra News

„კოალიცია ცვლილებისთვის“ - ზურა ჯაფარიძე ციხიდან მაისურით გამოვიდა, ქურთუკიც არ ჰქონდა - ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონით დაურეკა მეუღლეს, რომ თავისუფალი იყო

2025-12-19 09:54:23+04:00

ზურა ციხიდან მაისურით გამოვიდა, ქურთუკიც არ ჰქონდა. წინა დღეს არ შეგვაგზავნინეს. ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონით გააგებინა მეუღლეს, რომ თავისუფალი იყო, - ამის შესახებ "გირჩი-მეტი თავისუფლების" პრესსამსახურის წარმომადგენელი ანა ყურაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება ოპიზიციონერმა პოლიტიკოსმა დილის 08:00 საათზე დატოვა.

"თქვა, რომ დილის 08:00 საათზე გამომიშვეს, გარეთ არავინ იყოო. შემდეგ გამოიარა ტაქსმა, მძღოლის მობილური ტელეფონით დარეკა მეუღლესთან და შეატყობინა, რომ თავისუფალი იყო.

ციხიდან გამოსულს ეცვა მხოლოდ მაისური. წინა დღეს ქურთუკის შეგზავნა გვინდოდა, მაგრამ არ შეგვაგზავნინეს. გვინდოდა, რომ ეს ქურთუკი გარეთ დღეს, ციხის კარებთან დაგვეხვედრებინა", - განაცახადა ანა ყურაშვილმა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა.

ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე 2025 წლის 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.