გრძელი და რთული ღამე გადავიტანეთ. მოვახერხეთ ომის რისკის თავიდან აცილება, არ დავუშვით, რომ ევროპას რუსეთისთვის რუსული აქტივების გამოყენებით ომი გამოეცხადებინა , - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი მტკიცებით, ეს გეგმა ევროპას ომში ჩაითრევდა და უნგრეთს 1000 მილიარდი უნგრული ფორინტის გადახდის ტვირთს დააკისრებდა.
„ჩვენ შევძელით უნგრული ოჯახების ამისგან დაცვა. ამავდროულად, 24 წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა უკრაინისთვის ომის სესხის გამოყოფა მომდევნო ორი წლის განმავლობაში. თუ უკრაინა ვერ შეძლებს სესხის დაფარვას, ამ ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ“, - აცხადებს ორბანი.
მისი თქმით, აქტიურია: უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ გადაწყვიტეს, უკრაინის დაფინანსებაში მონაწილეობა არ მიიღონ.
„საბედნიეროდ, V3-ის თანამშრომლობა კვლავ აქტიურია: უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ გადაწყვიტეს, რომ ამ მატარებელში არ ასულიყვნენ. ამით ჩვენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები დავიცავით ამ უზარმაზარი 90 მილიარდი ევროს სესხის ტვირთისგან. ცუდი ამბავი ის არის, რომ ბრიუსელში ომისთვის მზადება აშკარად გრძელდება. უნგრეთი ევროპაში მშვიდობის ხმად რჩება და არ დაუშვებს, რომ უნგრელი გადასახადის გადამხდელების ფული უკრაინის დასაფინანსებლად გამოიყენონ,“ - აცხადებს ორბანი.