ევროპული საბჭოს სამიტი გრძელდება. არ არის გამორიცხული სამიტის დასკვნით დღეს ევროპელმა ლიდერემა საქართველოს შესახებ ჩანაწერი გააკეთონ. მანამდე ევროპელი ლიდერების ნაწილი საქართველოს ხელისუფლების შესახებ კრიტიკული განცხადებების გაკეთებას არ ერიდებიან. ისინი "ქართულ ოცნებას" ევროპული კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებენ. ევროკავშირის საბჭოს გაფართოების შესახებ დოკუმენტში ისინი ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გამომწვევ მიზეზებს ასახელებენ, მათ შორის რეპრესიულ კანონმდებლობას, პოლიტიზებულ სასამართლო სისტემას, ოპოზიციის ლიდერების დევნასა და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას. უფრო მეტიც, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არა საქართველოს მთავრობას. საპასუხოდ, კრიტიკულ ტონს ინარჩუნებს "ქართული ოცნებაც". უმრავლესობის ლიდერების სიტყვებით, ევრობიუროკრატები საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან.