რას აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხის დატოვების შემდეგ და როგორ ეხმაურებიან მისი კოლეგები თანაგუნდელის საპატიმროდან დათქმულ დროზე რამდენიმე საათით ადრე გამოშვებას - Palitra News

რას აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხის დატოვების შემდეგ და როგორ ეხმაურებიან მისი კოლეგები თანაგუნდელის საპატიმროდან დათქმულ დროზე რამდენიმე საათით ადრე გამოშვებას

2025-12-19 12:42:55+04:00

შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თავისუფალია. "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი რუსთავის ციხიდან დათქმულ დროზე რამდენიმე საათით ადრე გამოუშვეს. როგორც თავად აღნიშნა, პენიტენციური დაწესებულების დატოვებას 10 საათი და 30 წუთისთვის ელოდა, თუმცა საპატიმრო 08:00 საათზე ყოველგვარი ახსნის გარეშე დაატოვებინეს. ჯაფარიძე იხსენებს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ახლობლებთან დაკავშირება ვერ მოახერხა და მეუღლეს ტაქსის მძღოლის მობილურით დაურეკა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ვიდრე თავისუფალია ქართული ოცნების წინაარმდეგ ბრძოლას გაგრძელებს, დღეს საღამოს კი რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მივა. კიდევ რას ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხის დატოვების შემდეგ და როგორ ეხმაურებიან მისი კოლეგები თანაგუნდელის საპატიმროდან დათქმულ დროზე რამდენიმე საათით ადრე გამოშვებას?