უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის ყველა ლიდერს უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის. ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ მნიშვნელოვანია რუსული აქტივები გაყინული დარჩეს. „მადლობა შედეგისთვის და ერთიანობისთვის. ერთად ვიცავთ ჩვენი კონტინენტის მომავალს“, - წერს ზელენსკი.