საფრანგეთის პრეზიდენტ , ემანუელ მაკრონის მოსაზრებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგის განახლება სასარგებლო იქნება. მისი თქმით, ევროპელები და უკრაინელები დაინტერესებული არიან, იპოვონ სწორი ჩარჩო ამ დისკუსიაში სათანადოდ ჩასართველად. როგორც მანკრონმა აღნიშნა, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, ლიდერებმა გადაწყვიტეს, უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოუყონ, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.