„არქი“ 19 დეკემბერს გრანდ ავენიუზე გამორჩეულ სტუმრებს, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებს, უმასპინძლებს და მათთვის სპეციალურად საახალწლო ღონისძიებას გამართავს. კამპანიის ფარგლებში „არქის“ 200-მა თანამშრომელმა „საიდუმლო სანტის“ როლი მოირგო და საახალწლო საჩუქრები გაუკეთა მათ, ვისაც ზრუნვა და თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. ბავშვებს ადგილზე დახვდებათ ჯადოსნური არქელი სანტებისგან პერსონალურად შერჩეული საჩუქრები, დაუვიწყარი გასართობი შოუ-პროგრამა, ნამდვილი საახალწლო განწყობა, უამრავი ტკბილეული და ყველაფერი ის, რაც ნამდვილ ახალ წელს უხდება. მადლობა ყველა არქელს ამ ჯადოსნური და დაუვიწყარი თავგადასავლისთვის!