სპეციალური პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მას რამდენიმე დღის წინ უთხრეს, რომ 19 დეკემბერს, 10 საათი და 30 წუთისთვის გაათავისუფლებდნენ. სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის წინასწარ ინფორმირებას ან/და მასთან რაიმე სახით შეთანხმებას გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ. არადა დღეს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ დათქმულ დროზე რამდენიმე საათით ადრე, 8 საათზე გამოუშვეს. ჯაფარიძე იხსენებს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ახლობლებთან დაკავშირება ვერ მოახერხა და მეუღლეს ტაქსის მძღოლის მობილურით დაურეკა.ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ვიდრე თავისუფალია "ქართული ოცნების" წინაარმდეგ ბრძოლას გაგრძელებს, დღეს საღამოს კი რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მივა.