სავარაუდოდ მიმდინარე კვირას, ევროკავშირი აამოქმედებს უვიზოს მიმოსვლის გაუქმების ახალ წესებს. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი შესაძლოა იყოს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით. შესაძლოა თუ არა ასეთი ქვეყნების რიგში საქართველოც აღმოჩნდეს? - თავად "ქართულ ოცნებაში" უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველს ვერ ხედავენ, თუმცა არაფერს გამორიცხავენ. მათი თქმით, საუბარია იმაზე, რომ ვიზის აღების ვალდებულება მხოლოდ თანამდებობის პირებს, თუ მოხელეების ჯგუფს ჰქონდეს. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ამ მიდგომით ევროპა ცდილობს კვლავ დაადგეს სეგრეგაციის გზას და ადამიანების წინააღმდეგ სასანქციო პოლიტიკა ყოველგვარი მართლმსაჯულების გარეშე აამოქმედოს.