გივი მიქანაძემ ბუდაპეშტში უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრ ბალაშ ჰანკოსთან ოფიციალური შეხვედრა გამართა - Palitra News

გივი მიქანაძემ ბუდაპეშტში უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრ ბალაშ ჰანკოსთან ოფიციალური შეხვედრა გამართა

2025-12-19 15:41:22+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ბუდაპეშტში უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრ ბალაშ ჰანკოსთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. მხარეებმა, ორმხრივი შეხვედრის ფორმატში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთის პროფესიულ კოლეჯებს შორის კავშირების გაფართოებას. მათ შორის, ქართველი მასწავლებლებისთვის უნგრეთის პროფესიულ სასწავლებლებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობას. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მინისტრის მოადგილეების ხელმძღვანელობით, განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროების მიმართულებით სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმუშავებს.