ევროპელ ლიდერთა ნაწილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კვლავ უერთიერთბრალდების რეჟიმში არიან - Palitra News

ევროპელ ლიდერთა ნაწილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კვლავ უერთიერთბრალდების რეჟიმში არიან

2025-12-20 13:26:16+04:00

ევროპელ ლიდერთა ნაწილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კვლავ უერთიერთბრალდების რეჟიმში არიან. „ქართული ოცნების“ მხრიდან განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებამ - აღნიშნულ ფაქტს ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, რაც უფრო მეტად შეზღუდავს დემოკრატიულ პროცესს “ქართული ოცნება”, ევროკავშირსა და ჩვენს ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები უფრო მეტად დამძიმდება და ამით ყველაზე მეტად სწორედ ქართველი ხალხი დაზარალდება.