საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გლდანის რაიონში 119-ე და 132-ე საჯარო სკოლებს ესტუმრა, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას და სასწავლო პროცესს გაეცნო - Palitra News

საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გლდანის რაიონში 119-ე და 132-ე საჯარო სკოლებს ესტუმრა, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას და სასწავლო პროცესს გაეცნო

2025-12-20 13:27:34+04:00

საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გლდანის რაიონში 119-ე და 132-ე საჯარო სკოლებს ესტუმრა, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას და სასწავლო პროცესს გაეცნო.

გივი მიქანაძემ შეხვედრის მონაწილეებთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა გივი მიქანაძეს რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით პოზიციები გაუზიარეს და მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია.