გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ფლორიდაში მოლაპარაკებების დროს ევროპის ინტერესები უნდა გაითვალისწინონ - Palitra News

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ფლორიდაში მოლაპარაკებების დროს ევროპის ინტერესები უნდა გაითვალისწინონ

2025-12-20 13:54:48+04:00

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, მოელის, რომ შეერთებული შტატები ფლორიდაშიდაგეგმილი მოლაპარაკებების დროს ევროპის ინტერესებს გაითვალისწინებს.

ვადეფულის თქმით, რეგიონში მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ევროპის ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს.

„მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც მდგრადი იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვადეფული არ ელის, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამ შაბათ -კვირას დაგეგმილი მოლაპარაკებები გარღვევას გამოიწვევს.

„ვისწავლე, რომ პირადი იმედები არ დავაფუძნო მოლოდინებზე, არამედ ფხიზლად შევაფასო სიტუაცია და გავაანალიზო რუსეთის რეაქცია“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.