ევროპელ პოლიტიკოსთა ნაწილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კვლავ უერთიერთბრალდების რეჟიმში რჩებიან - Palitra News

ევროპელ პოლიტიკოსთა ნაწილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კვლავ უერთიერთბრალდების რეჟიმში რჩებიან

2025-12-20 15:46:44+04:00

ევროპელ პოლიტიკოსთა ნაწილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კვლავ უერთიერთბრალდების რეჟიმში რჩებიან. საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებამ, რომლის თანახმადაც, „ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და არა საქართველოს მთავრობას“ - ამ ფაქტს ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, “ქართული ოცნება” რაც უფრო მეტად შეზღუდავს დემოკრატიულ პროცესს, ევროკავშირსა და ჩვენს ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები უფრო მეტად დამძიმდება და ამით ყველაზე მეტად სწორედ ქართველი ხალხი დაზარალდება.