საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 17 ოქტომბერს გაგზავნილ წერილზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის პასუხს აქვეყნებს - Palitra News

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 17 ოქტომბერს გაგზავნილ წერილზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის პასუხს აქვეყნებს

2025-12-20 15:47:30+04:00

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 17 ოქტომბერს გაგზავნილ წერილზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის პასუხს აქვეყნებს.

კაია კალასის წერილში, რომელიც 15 დეკემბრით თარიღდება, ნათქვამია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები სრულად არიან ინფორმირებულნი იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც საქართველო დგას.

კაია კალასი წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები დაქვეითდა, ხოლო ხელისუფლებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება შეჩერდა.

კაია კალასი ასევე ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი ერთგული რჩება დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართ. წერილში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში ქართველ ხალხს და მათ მისწრაფებებს ევროპული მომავლისკენ.