კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა - Palitra News

კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა

2025-12-20 15:48:28+04:00

კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. როგორც თავად ჯაფარიძე და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, მათ არ იციან, თუ რამდენხანს გაგრძელდება მისი თავისუფლება. ამ თემაზე საუბრისას, ხელისუფლების ოპონენტთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” ყველა ოპოზიციონერ ლიდერზე სისხლის სამართლის საქმეები აქვს აღძრული, შეააბამისად, მათთვის უცნობია, თუ როდის დააპატიმრობენ მორიგ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს.