20-დან 21 დეკემბრის ჩათვლით თბილისის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა მიმდინარეობს. ღონისძიებას ორგანიზებას საქართველოს წიგნის ასოციაცია უწევს და ის „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში ტარდება. ბაზრობა ორ დღეში გააერთიანებს ქართველ ავტორებს, გამომცემლებსა და მკითხველს. პროგრამა მოიცავს წიგნების პრეზენტაციებს, დისკუსიებსა და ავტორებთან შეხვედრებს. წლევანდელი ბაზრობის მთავარი თემა არის „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომელიც წიგნის, სიტყვისა და თავისუფალი აზრის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 20-ზე მეტი გამომცემლობა, ხოლო დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ წიგნები სპეციალური ფასდაკლებით შეიძინონ. ორგანიზატორები ბაზრობას წლის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ მოვლენად აფასებენ და ათასობით სტუმარს ელიან.