დედაქალაქში უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება - მომიტინგეები ამ წუთებში ფილარმონიასთან იკრიბებიან, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტთან გადასვლას აპირებენ. დემონსტრანტთა მოთხოვნები კი უცვლელია - ისინი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.