ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, წარმოუდგენელია ჩვენი ეს პროფესიული ერთობა არსებობდეს და ფუნქციონირებდეს ნორმალურად, თუკი თუნდაც საკუთარ არჩევნებს მშვიდ გარემოში არ ჩავატარებთ, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტური მაღალი აქტივობით, მშვიდ გარემოში ჩატარდება.
“10:00 საათზე უკვე გაიხსნა საარჩევნო უბანი. მიმდინარეობს ხმის მიცემა. მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ისეთ მშვიდ გარემოში ჩაივლის, როგორც პირველ ტურში იყო და ავირჩევთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმოუდგენელია ჩვენი ეს პროფესიული ერთობა არსებობდეს და ფუნქციონირებდეს ნორმალურად, თუკი თუნდაც საკუთარ არჩევნებს მშვიდ გარემოში არ ჩავატარებთ”, - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი არიან.