საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს. ყანდაშვილმა 1473 ხმა მიიღო, ჩომახაშვილმა - 1366. კენჭისყრა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2855 ხმით დასრულდა. "მე ვერ ვხედავ გამარჯვებულს და დამარცხებულს, ეს არის პროცესი, რომლის დასრულების შემთხვევაში ყველა ვართ პროფესიის სამსახურში", - აცხადებს ირაკლი ყანდაშვილი.