თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. სამართალდამცავებმა კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს - მათ ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ. გარდაცვლილის ოჯახი წაყენებულ მუხლებს არასაკმარისად მიიჩნევს. გიგა ავალიანის დედის თქმით, სახეზეა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, რომელიც წინასწარ ორგანიზებული იყო. დაღუპულის ოჯახი და ახლობლები საქმის სრულფასოვან გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების წრის გაფართოებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ავალიანის დედა პროკურატურასთან აქციის გამართვასაც გეგმავს.