გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს და რეალიზაციის ადგილების ინტენსიურ მონიტორინგს ახდენს - Palitra News

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს და რეალიზაციის ადგილების ინტენსიურ მონიტორინგს ახდენს

2025-12-22 09:16:19+04:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს და რეალიზაციის ადგილების ინტენსიურ მონიტორინგს ახდენს. რეგიონებში 24 საათიანი, უწყვეტი პატრულირება მიმდინარეობს. თბილისში კი აქტიურად მოწმდება ძველი სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები, სადაც ნაძვები და ტოტები იყიდება. წიწვოვანების უკანონოდ მოპოვება-რეალიზაციის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, მონიტორინგი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.