აფხაზეთის მთავრობის წევრები ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბათიამში აფხაზეთიდან დევნილ ქართველ-ებრაელთა დიასპორას შეხვდნენ. შეხვედრაზე, სოხუმში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ებრაელის, იაკობ ოფირი-ეფრემაშვილის წიგნის „საქართველოს ებრაელთა ისტორია საარქივო მასალების მიხედვით“ წარდგენა გაიმართა. წიგნში შესულია უნიკალური საარქივო მასალები.