სტივ უიტკოფმა „პროდუქტიული და კონსტრუქციული“ უწოდა რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელთან კირილ დმიტრიევთან შეხვედრას, რომელზეც უკრაინის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმა განიხილეს - Palitra News

სტივ უიტკოფმა „პროდუქტიული და კონსტრუქციული“ უწოდა რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელთან კირილ დმიტრიევთან შეხვედრას, რომელზეც უკრაინის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმა განიხილეს

2025-12-22 09:18:27+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა „პროდუქტიული და კონსტრუქციული“ უწოდა რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელთან კირილ დმიტრიევთან შეხვედრას, რომელზეც უკრაინის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმა განიხილეს. დმიტრიევი 20-21 დეკემბერს მაიამიში უიტკოფს, რუსეთსა და უკრაინასთან მოლაპარაკებებში ჩართულ ჯარედ კუშნერს და თეთრი სახლის წარმომადგენელ ჯოშ გრიუნბაუმს შეხვდა. მანამდე კი, ცალკე შეხვედრა გაიმართა აშშ-უკრაინის ფორმატში, რომლის დროსაც ყურადღება ოთხ ძირითად დოკუმენტზე გამახვილდა. ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციაში შედიოდნენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი გნატოვი.