ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ მიესალმებიან კრემლის განცხადებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტი მზადაა ფრანგ კოლეგასთან დიალოგისთვის. ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ რუსეთთან ნებისმიერი დისკუსია სრული გამჭვირვალობით გაიმართება. ელისეის სასახლეში აღნიშნეს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ნებისმიერი სახის დიალოგი უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ პარტნიორებთან „სრული გამჭვირვალობით“ შედგება და მიზანს კვლავ უკრაინისთვის „მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მიღწევა წარმოადგენს. აღნიშნულს წინ უძღოდა მაკრონის განცხადება, რომ ევროპამ რუსეთის ლიდერთან პირდაპირი ურთიერთობისთვის გზა უნდა იპოვოს.