კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანა - Palitra News

კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანა

2025-12-22 09:49:24+04:00

რუსეთის კრასნოდარის მხარის ტემრიუკის რაიონის სოფელ ვოლნაში, დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ნავმისადგომი და ორი გემი დაზიანდა, - ინფორმაციას რეგიონის ოპერატიული შტაბი Telegram-ზე ავრცელებს.

„გემებზე მყოფი ყველა მგზავრი ევაკუირებულია. არც ეკიპაჟის წევრებს შორის და არც სანაპირო პერსონალს შორის არავინ დაშავებულა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოპერატიული შტაბის ცნობით, დრონის თავდასხმამ ნავმისადგომებზე ხანძარი გამოიწვია, რომელიც 1000-დან 1500 კვადრატულ მეტრამდე ფართობს მოიცავდა.

მანამდე, 21 დეკემბის საღამოს, იმავე Telegram არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა სოფელ ვოლნაში მდებარე ტერმინალთან მილსადენი დააზიანა.