დიღომში, მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა - Palitra News

დიღომში, მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა

2025-12-22 11:35:01+04:00

დიღომში, მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტი, 21 დეკემბერს მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით მიმდინარებს, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.