პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - Palitra News

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

2025-12-22 12:36:54+04:00

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით - 1991 წელს დაბადებული დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.