იმერეთის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა - ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონის“ რეალიზაციას ახდენდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს თბილისში. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ერთ-ერთი ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "ალფა პვპ"- ე და "მეთადონი". ორივე შემთხვევაში დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.