12 ქართული არასამთავრებო ორგანიზაცია ითხოვს, საქართველოში ჩამოვიდეს საერთაოშირო საგამოძიებო მისია, რომელიც დაადგენს რა ნივთიერება გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად - Palitra News

12 ქართული არასამთავრებო ორგანიზაცია ითხოვს, საქართველოში ჩამოვიდეს საერთაოშირო საგამოძიებო მისია, რომელიც დაადგენს რა ნივთიერება გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად

2025-12-22 15:40:45+04:00

12 ქართული არასამთავრებო ორგანიზაცია ითხოვს, საქართველოში ჩამოვიდეს საერთაოშირო საგამოძიებო მისია, რომელიც დაადგენს რა ნივთიერება გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად. ამ მიზნით მესამე სექტორმა გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურ დირექტორს ერთობლივი განცხადებით მიმართა. მასში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დოკუმენტირებული შემთხვევები, დაზარალებულთა ჩვენებები და საერთაშორისო მედიის საგამოძიებო მასალები აჩვენებს, რომ გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებს არ ჰქონიათ დროებითი და სწრაფი ეფექტი, არამედ გამოვლენილი სიმპტომები ფიქსირდება ქიმიური საშუალებების გამოყენებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგაც. მესამე სექტორის მტკიცებით, გამოყენებული ქიმიური საშუალებები ან/და მათი გამოყენების მეთოდები სცდება საერთაშორისო სტადარტებით დაშვებულ ნორმებს. საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს ოპოზიციაც. თუმცა ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სუს-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით საკითხი ამოიწურა.