შესაძლოა თუ არა საქართველომ უვიზო რეჟიმის სტატუსი საბოლოოდ დაკარგოს? - ევროკომისიის ანგარიში გამოთქმული შეხედულების შემდეგ საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა - Palitra News

შესაძლოა თუ არა საქართველომ უვიზო რეჟიმის სტატუსი საბოლოოდ დაკარგოს? - ევროკომისიის ანგარიში გამოთქმული შეხედულების შემდეგ საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა

2025-12-22 15:41:52+04:00

შესაძლოა თუ არა საქართველომ უვიზო რეჟიმის სტატუსი საბოლოოდ დაკარგოს? - ევროკომისიის ანგარიში გამოთქმული შეხედულების შემდეგ საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა. ვიდრე ევროკავშირი უკიდურეს ზომებს მიმართავს ევროკომისია რეგულაციების შესაძლო ამოქმედების ორ ეტაპზე საუბრობს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს შეეხოს, ხოლო მომდევნო ეტაპზე თუკი პრობლემები ხელისუფლების მხრიდან არ აღმოიფხვრება, მთლიანად საქართველოს მოსახლეობას. ოპოზიციას მიაჩნია, რომ საქმე უვიზო სტატუსის დაკარგვამდე აუცილებლად მივა, რადგან ქართული ოცნება ევროინტეგრაციისთვის არაფერს გააკეთებს. საპირისპიროს ამტკიცებენ მმართველ გუნში. მათი თქმით, ვიზალიბერალიზაციის თემა კვლავ შანტაჟისთვის გამოიყენებ.