გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ალექსანდრე გაბაშვილისა და გიორგი რიკაძის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. ამავე საქმეზე ორი დღის წინ სამართალდამცველებმა კიდევ არასრულწლოვანი დააკავეს. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ორივე მათგანს აღკვეთის ღონიძიების სახით პატუმრობა უკვე შეუფარდა. სასამართლო პროცესის პარალელურად, საქართველოს გენერალურ პროკურატურათან გარდაცვლილი მასწავლებლის ოჯახი აქციას მართავს. მათი მთხოვნაა გიგა ავალიანის გარდაცვალების საქნეში ფიგურანტი ყველა პირი უკამცრესად დაისაჯოს და პასუხისგებაში მიეცეს.