რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, გენერალი ფარილ სარ ვაროვი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს - Palitra News

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, გენერალი ფარილ სარ ვაროვი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს

2025-12-22 15:45:33+04:00

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, გენერალი ფარილ სარ ვაროვი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გამომძიებლების ცნობით, სამხედრო მოსამსახურე ავტომობილის ქვეშ ჩადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, დანაშაულში უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები. მომხდარის შემდეგ სარვაროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.