რუსეთის კრასნოდარის მხარის ტემრიუკის რაიონის სოფელ ვოლნაში, დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ნავმისადგომი და ორი გემი დაზიანდა - Palitra News

რუსეთის კრასნოდარის მხარის ტემრიუკის რაიონის სოფელ ვოლნაში, დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ნავმისადგომი და ორი გემი დაზიანდა

2025-12-22 15:46:05+04:00

რუსეთის კრასნოდარის მხარის ტემრიუკის რაიონის სოფელ ვოლნაში, დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ნავმისადგომი და ორი გემი დაზიანდა. ოპერატიული შტაბის ცნობით, დრონის თავდასხმამ ნავმისადგომებზე ხანძარი გამოიწვია, რომელიც 1000-დან 1500 კვადრატულ მეტრამდე ფართობს მოიცავდა. მანამდე, 21 დეკემბრის საღამოს, ერთ-ერთმა Telegram არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა სოფელ ვოლნაში მდებარე ტერმინალთან მილსადენი დააზიანა.