დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 30-მდე ქვეყნიდან ელჩებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს გაიწვევს - Palitra News

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 30-მდე ქვეყნიდან ელჩებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს გაიწვევს

2025-12-22 15:46:43+04:00

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 30-მდე ქვეყნიდან ელჩებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს გაიწვევს. როგორც უცხოური სააგენტო სახელმწიფო დეპარტამენტში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, სულ მცირე, 29 ქვეყანაში მოქმედი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა უკვე მიიღეს შეტყობინება, რომ მათი თანამდებობაზე ყოფნის ვადა იანვარში იწურება. გამოცების ცნობით, საუბარია იმ დიპლომატებზე, რომლებმაც თანამდებობები ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში დაიკავეს. ყველაზე მეტ ელჩს გაიწვევენ აფრიკული ქვეყნებიდან, სადაც შესაბამისი შეტყობინება 13 ქვეყენაში მიიღეს. ევროპაში კი ამერიკელ ელჩებსა და მაღალი რანგის დიპლომატებს გაიწვევენ ჩრდილოეთ მაკედონიიდან, მონტენეგროდან, სლოვაკეთიდან და სომხეთიდან.