დონალდ ტრამპი ომის დასრულების შესახებ შეთანხმებაზე - მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს - Palitra News

დონალდ ტრამპი ომის დასრულების შესახებ შეთანხმებაზე - მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს

2025-12-23 08:34:14+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ ორ ლიდერს, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის უზარმაზარი სიძულვილია, უზარმაზარი სიძულვილი. იმედი მაქვს, რომ ამას [შეთანხმებას] მივაღწევთ. ჩვენ ვსაუბრობთ. მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, ესაუბრა თუ არა რუსეთის ან უკრაინის პრეზიდენტებს, ან გეგმავს თუ არა შეთანხმების მიღწევას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

„ყველაფერს გავაკეთებ, რაც უნდა გავაკეთო. მინდა, რომ ეს შეწყდეს“.