1. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. გირაოს გადახდის ვადად ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 30 დღე განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ჯაფარიძეს დამატებით საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარებაც დაევალა. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი სასამართლოში პროცესის ჩანიშვნას საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვას უკავშირებდა. გადაიხდის თუ არა გირაოს პოლიტიკოსი - ჯერ უცნობია. როგორც განმარტავს, საკითხზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.